Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა გორგოძე ტოვებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ტოვებს მისი კაპიტანი, მამუკა გორგოძე. რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მამუკა გორგოძემ ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შედეგად მიიღო. „ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი, მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე“ - განაცხადა მამუკა გორგოძემ. მან აღნიშნა, რომ სურს გულშემატკივარს თავი კარგად დაამახსოვროს, 2019 წლის მსოფლიო თასის დროს კი 35 წლის იქნება და ასაკთან ერთად მოიმატებს დაღლილობაც. „მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს“ - განაცხადა მამუკა გორგოძემ. მისი თქმით, ეროვნულ ნაკრებს დააკლდება, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლაც კარგი მოთამაშეები ჰყავს.

XS
SM
MD
LG