Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში. პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, განხილვის პროცესი ფარსია. „ეს არის დოკუმენტის ხალხისთვის თავს მოხვევა, ამიტომ ჩვენ ცალკე შევხვდებით ხალხს“ - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ. რაც შეეხება პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობას, გოცირიძის თქმით, წარმოუდგენელია პრეზიდენტმა უმრავლესობასთან ერთად იაროს და ერთ ხმაში განმარტონ კონსტიტუცია. „ეს ფორმატი უფრო ემსახურება ხელისუფლების მიერ შექმნილი ცუდი კონსტიტუციის გამართლებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

XS
SM
MD
LG