Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ოფიციალურად შესთავაზა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო დისკუსიაში ჩართვა


პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის საყოველთაო-საჯარო განხილვაში ჩართვას უშუალოდ პრეზიდენტს სთავაზობს. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან 4 მაისს, პირველმა ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. „პრეზიდენტს ვეპატიჟებით ჩაერთოს ჩვენთან ერთად სახალხო განხილვების პროცესში. ვთავაზობთ პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. ამ პათოსს იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტაცია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ კვირაში განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში და პარლამენტისგან ელოდება კონკრეტულ შეთავაზებას. განხილვა 5 მაისს დაიწყება.

XS
SM
MD
LG