Accessibility links

ასტანაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნაზე


რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა, რომლებიც თავიანთ თავს „გარანტორებს“ უწოდებენ, ასტანაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც სირიაში სამოქალაქო მოსახლეობისათვის უსაფრთხოების ზონების შექმნას ითვალისწინებს. რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, საქმე ეხება იარაღის გამოყენების სრულ აკრძალვას, ჰუმანიტარული მისიების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენას პროვინცია იდლიბში, ქალაქ ჰომსის ჩრდილოეთით და სამხრეთ სირიაში მდებარე ქალაქ გუტის აღმოსავლეთ ნაწილში. რუსული წყაროების ინფორმაციით, ასტანაში დაბრუნდა სირიის ოპოზიცია, რომელმაც წინა დღით შეწყვიტა მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG