Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰექმათიარმა თალიბ „ძმებს“ ომის შეწყვეტისაკენ მოუწოდა


ცნობილმა ავღანელმა საველე მეთაურმა, გულბედინ ჰექმათიარმა მოუწოდა თალიბ „ძმებს“, შეწყვიტონ პარტიზანული ბრძოლა და ავღანეთის მთავრობას დაიწყონ მოლაპარაკებები, რომელშიც მზად არის, თავად იკისროს შუამავლის როლი. „მე მზად ვარ ვიბრძოლო, ყველა თქვენი ლეგიტიმური უფლებისათვის“, ასე მიმართა თალიბებს ჰექმათიარმა, რომელსაც ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში პატივით შეხვდნენ. აღნიშნული განაცხადება ჰექმათიარმა 4 მაისს გაკეთა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაბრუნების შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რამდენიმე თვის წინ მასსა და მთავრობას შორის სამშვიდობო შეთანხების დადება. ჰექმათიარმა, მოძრაობა „ჰეზსბ-ი ისლამის“ დამაარსებელმა, სექტემბერში მოაწერა ხელი ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმებას. გაეროს უშიშროების საბჭომ თებერვალში გააუქმა ჰექმათიარის მიმართ დაწესებული სანქციები და თითქმის ორი ათეული წელიწადი დევნილობაში ყოფნის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. მთავრობასთან მორიგება ბევრი ავღანელის და უფლებადამცველების მიერ შეფასდა, როგორც ზედმეტად დამთმობი ისეთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდებოდა ძალადობა და რომელსაც „ქაბულის ყასაბი“ უწოდეს ქაბულში ბრძოლების გამო, რასაც ათასობით სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა 1990-იანი წლების დასაწყისში. აშშ-ის მიერ ჰექმათიარი შერაცხული იყო გლობალურ ტერორისტად, როცა მან "წმინდა ომი" გამოუცხადა უცხოეთის ჯარებს ავღანეთში.

XS
SM
MD
LG