Accessibility links

ნავალნის პასპორტი მისცეს, თუმცა აუკრძალეს რუსეთის დატოვება


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის პასპორტი მისცეს, მაგრამ აუკრძალეს რუსეთის დატოვება. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელა ნავალნის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა, რომელიც ეყრდნობა სისხლის სამართლის საქმეთა აღსრულების ინსპექციის ხელმძღვანელობას. ადვოკატი "უკანონოს" უწოდებს ინსპექციის ხელმძღვანელობის მოთხოვნას, რომლის თანახამადაც, ნავალნი ვერ წავა საზღვარგარეთ, რადგან თვეში ორჯერ ვალდებულია მივიდეს აღრიცხვაზე ინსპექციაში. თუმცა, ადვოკატის თქმით, კომისიის გაფრთხილება საჭირო არ არის, თუ საზღვარგარეთ გასვლა არ დაემთხვევა ერთ-ერთი ასეთი გამოცხადების დღეს. ხუთშაბათს ნავალნიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხუთი წლის განმავლობაში მას პირველად მისცეს საზღვარგარეთის პასპორტი. პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი ადევს კომპანია "კიროვლესის" საქმეზე და რუსეთის კანონმდებლობით მას შეიძლება დროებით ეთქვას უარი ქვეყნის დატოვებაზე.

XS
SM
MD
LG