Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო თბილისში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელიც სათავეში უდგას ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებზე მომუშავე კომისიას. კვირიკაშვილმა და ჰანმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. პრემიერმა მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, იოჰანეს ჰანმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს 32 მილიონ ევროს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG