Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს დეკანოზ მამალაძის საქმის წინასასამართლო განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პირველი წინასასამართლო სხდომა, მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე. მოსამართლემ, ბადრი შონიამ გიორგი მამალაძეს განუმარტა მისთვის წარდგენილი ბრალი და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ. „არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ“ - განაცხადა გიორგი მამალაძემ. სახელმწიფო ბრალდების მხარემ მოსამართლეს მიმართა პროცესის დახურვის თაობაზე შუამდგომლობა დახურული რეჟიმით განხილულიყო, რაც ბადრი შონიამ არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესის დახურული რეჟიმით წარმართვას ეწინააღმდეგებიან თავად ბრალდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები. საქართველოს პროკურატურა დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ბრალს სდებს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძე მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით ამზადებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში დააკავეს.

XS
SM
MD
LG