Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიცია ნავალნიზე თავდასხმის გამო კრემლის მომხრე რადიკალური ჯგუფის მეთაურს დაკითხავს


რუსეთის კრემლის მომხრე რადიკალური ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის პოლიცია აპირებს მის და მისი კოლეგების დაკითხვას ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის გამო. ნავალნი, რომელსაც 27 აპრილს თავს დაესხნენ, აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად მხედველობა მოაკლდა. რუსეთის "სამხრეთ-აღმოსავლეთის რადიკალურ ბლოკად" წოდებული გაერთიანების მეთაურმა, იგორ ბეკეტოვმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსკოვის პოლიციიდან დაუკავშირდნენ მას რამდენიმე დღის წინ და ესაუბრნენ ნავალნიზე თავდასხმის თაობაზე. პოლიციამ ბეკეტოვს უთხრა, რომ გამოიძახებენ დაკითხვაზე. ნავალნიზე თავდასხმა განხორციელდა „ბრილიანტის მწვანედ“ წოდებული ანტისეპტიკური ხსნარით, რის შედეგად, მისი თქმით, მხედველობა გაუუარესდა. ნავალნი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ცდილობს. მასზე თავდასხმა, განსაკუთრებით თვალის ჩინის გაუარესების გამო, დაგმეს კრემლის მომხრე ოფიციალურმა პირებმაც. ზეწოლის შედეგად, პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდასხმის გარემოების გამოძიება დაიწყო.

XS
SM
MD
LG