Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დახურული რეჟიმით გაგრძელდა დეკანოზ მამალაძის საქმის წინასასამართლო განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურული რეჟიმით გაგრძელდა პირველი წინასასამართლო სხდომა, მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე. მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ. პროკურატურის არგუმენტები იყო მოწმეებისთვის საფრთხის შექმნა და პერსონალური ინფორმაციის გავრცელების რისკი. მოსამართლის გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა დაცვის მხარემ. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ საზოგადოებას არ მისცა შესაძლებლობა შეაფასოს საქმის განხილვის მიმდინარეობა. მანამდე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, საჯაროდ არ განხილულიყო დღევანდელი სხდომის დახურვის საკითხი. საქართველოს პროკურატურა დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ბრალს სდებს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძე მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით ამზადებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 2017 წლის თებერვალში დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG