Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პრემიერი: ევროკავშირმა თურქეთის გაწევრიანების პროცესი უნდა დაასრულოს


ბელგიის პრემიერს სურს, დასრულდეს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესი. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მცდელობის გამო, რადგან, მისი თქმით, პროცესი ჩიხშია. მიშელმა ინტერვიუ მისცა ასოშიეიტედ პრესს და თქვა, რომ თვეების განმავლობაში ერდოანის პროვოკაციების შემდეგ, ევროკავშირის მაზოხიზმს საზღვარი უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, წევრობის შესახებ მოლაპარაკების პროცესი არ არის სწორი ინსტრუმენტი თურქეთთან წარმატებული დიალოგისთვის. ავსტრიაც ფიქრობს, რომ თურქეთთან მოლაპარაკება უნდა დასრულდეს. თვითონ ერდოანი აპირებს რეფერენდუმი მოაწყოს ამ თემაზე. ერდოანმა ახლახან მოიგო რეფერენდუმი და გაიფართოვა, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილებანი.

XS
SM
MD
LG