Accessibility links

სომალიში აშშ-ის სამხედრო მოკლეს


აშშ-ის არმიის თანახმად, მისი ერთი სამხედრო მოკლეს სომალიში. ამ ქვეყანაში აშშ ჩართულია ოპერაციაში, რომელიც მიმართულია ექსტრემისტული გაერთიანება ალ-შაბააბის წინააღმდეგ. აშშ-ის არმიის აფრიკის სამეთაურო სამსახურის განცხადების თანახმად, ამერიკელი სამხედრო მოკლეს ხუთ მაისს დედაქალაქ მოგადიშუდან 65 კილომეტრში. განცხადების თანახმად, აშშ-ის ძალების მისიაა სომალის არმიისთვის საკონსულტაციო და მხარდაჭერის სამსახურის გაწევა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, ალ შააბის წინააღმდეგ გაფართოებული ოპერაციის შესახებ, ავიაციის ჩათვლით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG