Accessibility links

პუტინმა პირობა დადო, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის გამო ცნობების გამოძიებას ხელს შეუწყობს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ადამიანის უფლებების საკითხებში უფლებამოსილ ტატიანა მოსკალკოვას პირობა მისცა, რომ მხარს დაუჭერს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ ინფორმაციის გამოძიებას და მასში გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა მინისტრის ჩართვას. მოსკალკოვამ პუტინს სთხოვა, შეექმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მიმართავდნენ მოქალაქეები დევნის ან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. მოსკალკოვას თხოვნა ეხებოდა ჯგუფის შექმნას რუსეთის ცენტრალურ ნაწილში და არა ჩეჩნეთში. მისი თქმით, პრობლემას ქმნის ის, რომ მოქალაქეებს არ სურთ ვინაობის გამხელა. აპრილში „ნოვაია გაზეტა“ იტყობინებოდა ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ. ჩეჩნეთის მთავრობამ გაზეთი ცილის წამებაში დაადანაშაულა, გაზეთს დაემუქრნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG