Accessibility links

საფრანგეთი შიშობს, რომ არ განმეორდეს მაკრონის ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნება


საფრანგეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ შესაძლოა განმეორდეს ცენტრისტი პრეზიდენტობის კანდიდატის ემანულ მაკრონის საარჩევნო კამპანიის შტაბიდან, ჰაკერული გზით მოპარული ინფორმაციის გამოქვეყნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 6 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ასეთი ინფორმაციის გავრცელება და ხელმეორედ გამოქვეყნება შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. მანამდე, 5 მაისს მაკრონის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მასიური ჰაკერული თავდასხმის შედეგად მათი კომპიუტერებიდან ინტერნეტ-სივრჩეში გავრცელდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. მაკრონის მიერ დაარსებული პარტიაში „წინ“, ორგანიზაციის კომპიუტერულ პროგრამაზე ჰაკერულ თავდასხმას უწოდეს „დემოკრატიის დესტაბილიზაციის“ ისეთივე მცდელობა, როგორსაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის არჩევნების წინ აშშ-ში.

XS
SM
MD
LG