Accessibility links

მოსკოვში ოპოზიცია მართავს მიტინგს ბოლოტნაიას მოედნის მოვლენების ხუთი წლის აღსანიშნად


მოსკოვში უფლებათდმცველები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ მიტინგს, რომელიც ეძღვნება ბოლოტნაიას მოედანზე ხუთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს. სახაროვის პროსპექტზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა 6 წლის წინ დაპატიმრებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. 2012 წლის 6 მაისს ათობით ათასმა მოქალაქემ გააპროტესტა პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ხელმეორედ არჩევა. აქცია დასრულდა შეტაკებით პოლიციას და დემონსტრანტებსა შორის, რის შედეგადაც 400-ზე მეტი კაცი დააპატიმრეს. ხელისუფლებამ მოვლენები მასობრივ არეულობად შეაფასა და სისხლის სამართალის საქმე აღძრა. პასუხისგებაში მიეცა 35 კაცი, ხოლო 20-ს პატიმრობის ვადა შეეფარდა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება მოსკოვიდან, შაბათს ხსოვნის მიტინგის დაწყების წინ პოლიციამ დაშალა ტრიბუნის უკან ნაწილი, რომელზეც იყო დიდი ბანერი წარწერით: „გვეყო პუტინის, გვეყო ომის, გვეყო კადიროვის ატანა“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG