Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იმუქრება, რომ „დაფიქრდება“ ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე


ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთი ტენდენციურს უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია სერიოზულად დაფიქრება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში. ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში უკანონონო ქმედების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო და ხაზს უსვამს, რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის, საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას კონფლიქტთან მიმართებით. ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა „მორიგი მიკერძოებული გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ“, - „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 მაისის განცხადებაში. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას არაკონსტრუქციული უწოდეს. „რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად დასავლური სამყაროს მოსაზრებებს“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

XS
SM
MD
LG