Accessibility links

მოსკოვში დასრულდა სანქცირებული ანტისამთავრობო აქცია


მოსკოვში დასრულდა სანქცირებული მიტინგი, რომელიც მიეძღვნა ბოლოტნაიას მოედანზე ხუთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს. სახაროვის პროსპექტზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა 6 წლის წინ დაპატიმრებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. ორგანიზატორთა თქმით, აქციაში 10 ათასი კაცი მონაწილეობდა. პოლიციის ცნობით კი მიტინგის რაოდენობა 1000 კაცს არ აღემატებოდა. 2012 წლის 6 მაისს ათობით ათასმა მოქალაქემ გააპროტესტა პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ხელმეორედ არჩევა. აქცია დასრულდა შეტაკებით პოლიციას და დემონსტრანტებსა შორის, რის შედეგადაც 400-ზე მეტი კაცი დააპატიმრეს. ხელისუფლებამ მოვლენები მასობრივ არეულობად შეაფასა და სისხლის სამართალის საქმე აღძრა. პასუხისგებაში მიეცა 35 კაცი, ხოლო 20 პატიმრობის ვადა შეეფარდა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება მოსკოვიდან, შაბათს ხსოვნის მიტინგის დაწყების წინ პოლიციამ დაშალა ტრიბუნის უკან აღმართული დიდი ბანერი წარწერით: „გვეყო პუტინის, გვეყო ომის, გვეყო კადიროვის ატანა“.

XS
SM
MD
LG