Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ავღანეთში დაიკავა ქალაქ ყუნდუზის ერთ-ერთი რაიონი


ექსტრემისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა კონტროლი დაამყარა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზის ერთ-ერთ რაიონზე. აღმოსავლეთ ავღანეთის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის მაჰფოუზ აკბარის თქმით, უსაფრთხოების ძალები ოცდაოთხსაათიანი მძიმე ბრძოლების შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქალა-ი-ზალისრაიონი. მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლის, ზაბიულაჰ მოჯაჰიდის თანახმად, ექსტრემისტებმა დახოცეს რამდენიმე პოლიციელი და ჯარისკაცი და ხელთ იგდეს პოლიციის შტაბები, ადმინისტრაციის შენობა და უსაფრთხოების საგუშაგოები. კიდევ ერთი ინცინდენტის შედეგად, ოთხი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთით მდენარე ჰელმანდის პროვინციაში. აშშ-ის სარდლობის მონაცემებით, ავღანეთის არმია ქვეყნის დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, დანარჩენს კი - თალიბანი, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ აღადგინოს ისლამურ კანონებზე დაფუძნებული მმართველობა, რაც 2001 წელს დაკარგა. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, თალიბანის მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად 2017 წელს ავღანეთში ის 1000-ზე მეტი უსაფრთხოების თანამშრომელი და 700-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საკუთარი სახლები მიატოვა და დევნილებად იქცა 75 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG