Accessibility links

ოლანდი აცხადებს, რომ უპასუხოდ არ დარჩება ჰაკერული თავდასხმა მაკრონის საარჩევნო შტაბზე


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უპასუხოდ არ დარჩება ჰაკერული თავდასხმა ემანუელ მაკრონის შტაბ-ბინაზე. პარასკევს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მასირებული და კოორდინირებული ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა ელექტრონულ ფოსტასა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებზე, რითაც მაკრონის საარჩევნო შტაბი სარგებლობს. მოპარული დოკუმენტების შინაარსი არ ხმაურდება, აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ მასში ერთმანეთშია არეული მართალი და ტყუილი ცნობები. პარასკევი იყო პრეზიდენტობის კანდიდატების აქტიური აგიტაციის ბოლო დღე. კვირას საფრანგეთში არჩევნების მეორე ტურია. საფრანგეთის მოსახლეობა პრეზიდენტს ცენტრისტ ემანუელ მაკრონსა და ულტრანაციონალისტ მარინ ლე პენს შორის ირჩევს.

XS
SM
MD
LG