Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკო ჰარამის ტყვეობიდან გაათავისუფლეს 82-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგო, გატაცებული 2014 წელს


ნიგერიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლეს 82-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგო, რომლებიც ექსტრემისტულმა ორგანიზაცია ბოკო ჰარამმა გაიტაცა 2014 წელს. ნიგერიის ხელისუფლების მიერ 7 მაისს გავრცელებული ცნობის თანხმად, გათავისუფლება შვეციის მთავრობისა და საერთაშორისო წითელი ჯვრის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. ტყვეობიდან გათავისუფლებულ გოგოებს დღის ბოლოს ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი შეხვდება ქვეყნის დედაქალაქ აბუჯაში. გათავისუფლებულები იმ 276 მდედრობითი სქესის მოსწავლეებს შორის იყვნენ, რომლებიც ალ ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ ჩიბოკის საშუალო სკოლის შენობიდან 2014 წლის აპრილში გაიტაცა. ინცინდენტიდან რამდენიმე თვეში 57-მა გოგომ მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა. 21-ი კი გამტაცებლებმა 2016 წლის ოქტომბერსა და 2017 წლის იანვარში გაათავისუფლეს. 113-ი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

XS
SM
MD
LG