Accessibility links

საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს


პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს საფრანგეთში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა. მიჩნეულია, რომ საფრანგეთი ირჩევს არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მომავალსაც - დარჩეს ევროკაშირის წამყვანი ქვეყანა, თუ დაადგეს კავშირიდან გასვლის, ანუ „ფრექსიტის“ - გზას. პროევროპული პლატფორმის დამცველია ცენტრისტი პოლიტიკოსი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში მცირედით აჯობა, ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსს, საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ულტრანაციონალისტ ლიდერ მარინ ლე პენს. 48 წლის მარინ ლე პენი მკაცრად აკრიტიკებს მის 39 წლის მეტოქეს, მაკრონს, რომელსაც საჯარო გამოსვლებში წარმოადგენდა, როგორც ისლამისტური ფუნდამენტალიზმის მიმართ რბილად განწყობილ გლობალისტს, რომლის პოლიტიკა, ლე პენის აზრით, საშიშია საფრანგეთისათვის. თავის მხრივ მაკრონმა მარინ ლე პენს „სიცრუის დიდი ქურუმი“ უწოდა. არჩევნებამდე ჩატარებული სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, მაკრონს მხარს უჭერს ელექტორატის 62, ლე პენს კი - 38 პროცენტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG