Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით, ვაშინგტონში გაემგზავრა. როგორ სქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, 8-10 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდება. შემდეგ კი მოლაპარაკებებს გამართავს სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან, აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციების და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.

XS
SM
MD
LG