Accessibility links

ათასობით ადამიანი ტოვებს თალიბანის მიერ აღებული ქალაქ ყუნდუზის ცენტრალურ რაიონს


გავრცელებული ცნობებით, ათასობით სამოქალაქო პირი ტოვებს ქალაქ ყუნდუზის იმ მნიშვნელოვან რაიონს. დასახლებული პუნქი ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის მებრძოლებმა 6 მაისს იგდეს ხელთ, მძიმე ბრძოლების შედეგად, რომელიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო 18 თვის განმავლობაში თალიბანმა ორჯერ მიაღწია სწრაფ წარმატებას ქალაქ ყუნდუზის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლის დამყარების ოპერაციებში. ქალაქიდან დევნილი მოსახლეობის დაბინავებაში ავღანეთის მთავრობას დახმარებას უწევს ნორვეგიის დევნილთა საბჭო. თუმცა პირველი ღამე უამრავმა ოჯახმა ღია ცის ქვეშ გაატარა.

XS
SM
MD
LG