Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილოება მიიღო ამომრჩეველთა 65%-მა


საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების განმეორებით ტურში, რომელიც 20:00-საათზე დასრულდება, ოფიციალური ინფორმაციით უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 65%-ზე მეტმა. მიჩნეულია, რომ საფრანგეთი ირჩევს არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მომავალსაც - დარჩეს ევროკაშირის წამყვანი ქვეყანა, თუ დაადგეს კავშირიდან გასვლის, ანუ „ფრექსიტის“ - გზას. პროევროპული პლატფორმის დამცველია ცენტრისტი პოლიტიკოსი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში მცირედით აჯობა, ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსს, საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ულტრანაციონალისტ ლიდერ მარინ ლე პენს. არჩევნებამდე ჩატარებული სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მაკრონს მხარს უჭერს ელექტორატის 62, ლე პენს კი - 38 პროცენტი.

XS
SM
MD
LG