Accessibility links

წინასწარი მონაცემებით, მაკრონმა გაიმარჯვა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში


ეგზიტპოლის საფუძველზე გაკეთებული პროგნოზების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პროევროპული ორიენტაციის ცენტრისტმა პოლიტიკოსმა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 65,5%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს, საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ულტრანაციონალისტ ლიდერ მარინ ლე პენს კი - 34,5%-მა. ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მარინ ლე პენმა მაკრონს გამარჯვება მიულოცა. „მე ვუსურვე მას წარმატება იმ პრობლემების გამკვლავებაში, რომელთა წინაშეც საფრანგეთი დგას“, - განაცხადა მარინ ლე პენმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა თავის მომხრეებს და საფრანგეთის ყველა პატრიოტს მოუწოდა მონაწილეობა მიიღოს "გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში".

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG