Accessibility links

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში აფეთქება მოხდა ქალთა სკოლასთან


პაკისტანის პოლიციის თქმით, აფეთქება მოხდა ქალთა სკოლასთან ამ ქვეყნის მღელვარე ჩრდილო-დასავლეთ არეალში. აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა. პოლიციის უფროსის, მოჰამად ტაჰირის თქმით, მოსწავლეები არ დაშავებულან. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია, თუმცა ცნობილია, რომ თალიბანის მოძრაობა ქალებისთვის განათლების მიცემას ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG