Accessibility links

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა ხმების 66,06 პროცენტით


საფრანგეთის პრეზიდენტად 7 მაისს, მეორე ტურში არჩეული ემანუელ მაკრონი აპირებს ევროპასთან თავისი ქვეყნის ურთიერთობა გააძლიეროს. მან იოლად დაამარცხა მეტოქე, ნაციონალისტი მარინ ლე პენი და გახდა საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. 8 მაისს გავრცელდა ოფიციალური განცხადება, რომ თითქმის ყველა ხმის დათვლის შედეგად, მაკრონმა მიიმხრო 47 მილიონი ამომრჩევლის 66,06 პროცენტი. „მოგემსახურებით თავდადებით. თქვენ სამსახურში ვიქნები მტკიცედ. მოგემსახურებით "თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის", - რესპუბლიკის ამ პრინციპების ერთგული. მოგემსახურებით იმ ნდობის მიხედვით, რომელიც გამომიცხადეთ. სიყვარულით მოგემსახურებით. გაუმარჯოს რესპუბლიკას, გაუმარჯოს საფრანგეთს!“. მიმართა პარიზში, ლუვრის წინ შეკრებილ მომხრეებს მაკრონმა. ცენტრისტულად ორიენტირებული მაკრონი, რომელიც ადრე ეკონომიკის მინისტრი და ბანკირი იყო, არასოდეს ყოფილა არჩეულ თანამდებობაზე. ორი გამოკითხვის თანახმად, მაკრონის ერთი წლის წინ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობას, „წინ“, საუკეთესო შანსები აქვს გაიმარჯვოს 11 და 18 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG