Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის პრეზიდენტი „ბოკო ჰარამი-ს“ ტყვეობიდან განთავისუფლებულ გოგონებს შეხვდა


ნიგერიის პრეზიდენტი, მუჰამადუ ბუჰარი შვიდ მაისს შეხვდა 82 ჩიბოკელ სკოლის მოსწავლე გოგონას, რომლებიც სამი წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული ისლამისტი ექსტრემისტების გაერთიანებას, „ბოკო ჰარამს“. ბუჰარიმ ტვიტერით გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ის გამოსახულია ათეულობით გოგონასთან ერთად თავის რეზიდენციაში. მოსწავლე გოგონების განთავისუფლება გუშინ მოხდა. ისინი გაცვალეს „ბოკო ჰარამის“ პატიმრობაში მყოფ წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ფემი ადესინამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი გოგონებს დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც საზოგადოებაში მათი დაბრუნებისთვისა საჭირო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, რომელიც შვეიცარიის მთავრობასთან ერთად შუამავლობდა გოგონების განთავისუფლებას, განაცხადა, რომ გოგონები მალევე დაუბრუნდებიან ოჯახებს. ნიგერიის მთავრობას გაცვლის შესახებ დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ ინკოგნიტო ოფიციალური პირის თქმით, გოგონები გაცვალეს „ბოკო ჰარამის“ ხუთ მეთაურში.

XS
SM
MD
LG