Accessibility links

მაკრონმა საფრანგეთის გასაძღოლად მზადება დაიწყო


საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეული ემანუელ მაკრონი რვა მაისს პირველად გამოჩნდა საჯაროდ ამ რანგში მას მერე, რაც დამაჯერებლად სძლია თავის მეტოქე ნაციონალისტ მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ცენტრისტმა პოლიტიკოსმა მაკრონმა ამომრჩეველთა 66 პროცენტი მიიმხრო. მაკრონი მოქმედ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად მონაწილეობდა უცნობი ჯარისკაცი საფლავთან, პარიზში გვირგვინის მიტანის ცერემონიაში. 39 წლის მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია. ადრე ის ეკონომიკის მინისტრი და ბანკირი იყო და არასოდეს ყოფილა არჩეულ თანამდებობაზე. ოლანდმა განაცხადა, რომ მისი მემკვიდრის ინაუგურაციის თარიღად 14 მაისი დაადგინეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG