Accessibility links

კვირიკაშვილი: საქართველოს მხარდაჭერაზე დონალდ ტრამპისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს. შეხვედრის შემდეგ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტისგან „ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღო“ საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე: „ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. გარკვეულწილად, გასული 25 წლის ურთიერთობები შევაჯამეთ და მომავალ 25 წელზე ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მყარი გარანტიები მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო და საუბარი ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე გვქონდა. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც შემდგომ გაგრძელდა პრეზიდენტ [ტრამპთან] შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. გავრცელებული ცნობებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა, რის შემდეგაც, კვირიკაშვილი ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში ტრამპთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG