Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეაში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ


სამხრეთ კორეაში იმართება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგომა მოუწია ყოფილ პრეზიდენტ პარკ გეუნ-იეს. კანდიდატებს შორის ფავორიტად ითვლება კორეის დემოკრატიული პარტიის წევრი მუნ ჯაე-ინი. არჩევნები იმართება ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობის გამწვავებისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე. მუნი საჭიროდ მიიჩნევს ზომიერ მიდგომას ჩრდილოეთ კორეასთან, პირობას დებს, რომ გაზრდის ხარჯებს სამუშაო ადგილების შესაქმნელად და რეფორმას მოახდენს სამხრეთ კორეის წამყვანი, ცალკეული ოჯახების მიერ მართული კომპანიების სტრუქტურაში. ყოფილი პრეზიდენტი პარკ გეუნ-იე სამხრეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელიც მარტში იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. ის უარყოფს კორუფციისა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG