Accessibility links

სირია აცხადებს, რომ უსაფრთხო ზონებს დაიცავენ რუსი სამხედროები და არა გაეროს ძალები


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვალიდ ალ-მოალემის განცხადებით, უსაფრთხო ზონებს, რომელთა შექმნასაც რუსეთის თაოსნობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს, დაიცავენ რუსი ჯარისკაცები და არა გაეროს დაქვემდებარებული საერთაშორისო ძალები. როგორც სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამსაკში უთხრა ჟურნალისტებს, მთავრობა არ დათანხდება, რომ უცხოელმა ჯარისკაცებმა გაუწიონ მეთვალყურეობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, დახმარების მიწოდებას, ან სხვა ზომებს, რომლებიც უსაფრთხოების ზონებისათვის არის დაგეგმილი. ზონები მომავალ თვემდე უნდა შეიქმნას. აღიმართება ბლოკ-პოსტები, რათა სამოქალაქო პირებმა იოლად შეძლონ გადაადგილება და მიიღონ ჰუმანიტარული დახმარება. მოალემის თქმით, „რუსმა გარანტორმა“ გამოაცხადა, რომ ადგილზე იქნებიან სამხედრო პოლიცია და სამეთვალყურეო ცენტრები.

XS
SM
MD
LG