Accessibility links

საქართველოში აღნიშნავენ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებიდან 72-ე წლისთავს


საქართველოში აღნიშნავენ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებიდან 72-ე წლისთავს. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ტრადიციულად შეიკრიბნენ თბილისის ვაკის პარკში. ვეტერანებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. მათ გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ვაკის პარკში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელმაც უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა. თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში. „ასიათასობით ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას და ჩვენ ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე, ვამაყობთ და მომავალი თაობებიც იამაყებენ“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG