Accessibility links

აშშ-მა შესაძლოა, დამატებით ათასობით ჯარისკაცი გააგზავნოს ავღანეთში


აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრები და სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები საჭიროდ მიიჩნევენ ავღანეთში დამატებით 3000-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას თალიბ ექსტრემისტებთან საბრძოლველად. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ 8 მაისს გამოქვეყნებულ რეპორტაჟში მოჰყავს ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული შეფასება, რომ დამატებითი ძალების გაგზავნა ამერიკელ ინსტრუქტორებს მისცემდა უფრო მეტი ავღანელი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნის, ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს მუშაობის შესაძლებლობას. ხოლო გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, შესაძლოა, ნატოს სხვა წევრებსაც სთხოვონ ავღანეთში მეტი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა. ამჟამად ავღანეთში ნატოს სარდლობით მსახურობს 13 000 უცხოელი ჯარისკაცი, მათ შორის 8 400 ამერიკელი. მათი რიცხვის გასაზრდელად საჭიროა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობა. მოელიან, რომ ტრამპი ნატოს 25 მაისის სამიტამდე მიიღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას. ავღანეთში მსახურობს 870-მდე ქართველი ჯარისკაციც.

XS
SM
MD
LG