Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების ლიდერი მზად არის, რომ ტრამპის „ეგიდით“ შეხვდეს ისრაელის პრემიერს


პალესტინელების ლიდერი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ეგიდით“. ტრამპი 22 მაისს ჩავა ისრაელში, პრეზიდენტის რანგში უცხოეთში თავისი პირველი ვიზიტით და როგორც მაჰმუდ აბასმა განაცხადა, მას მოელიან ბეთლეემშიც, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. აბასი გასულ კვირაში ვაშინგტონში შეხვდა ტრამპს. მისი თქმით, პალესტინელები მზად არიან აშშ-ის პრეზიდენტთან თანამშრომლობისათვის და მისი ეგიდით ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ეს განცხადება აბასმა გააკეთა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე რამალაში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ.ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დროს. ტრამპმა 4 მაისს გამოაცხადა, რომ მიმდინარე თვეში ეწვევა საუდის არაბეთს, ისრაელსა და ვატიკანს, ვიდრე ჩავა ბრიუსელში 25 მაისს ნატოს სამიტთან და შემდეგ სიცილიაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG