Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს ლიბერალი პოლიტიკოსი, მუნ ჩჟენ ინი


სამხრეთ კორეის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტ-პოლების თანახმად, ლიდერობს ლიბერალი პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მუნ ჩჟენ ინი. მას ხმების 41,5%-მდე ერგო. მას სამხრეთ კორეაში იცნობენ, როგორც უფლებადამცველ ადვოკატს და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსს. ხმების რაოდენობით მუნ ჩჟენ ინს მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთავარი კონკურენტი, კონსერვატორი კანდიდატი ხონ ჩჟუნ პჰიო, რომელსაც ეგზიტ-პოლების თანახმად, ხმების 23%-მდე ერგო. სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება მას შემდეგ, რაც კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგომა მოუწია ყოფილ პრეზიდენტ პარკ გეუნ-იეს. ის არის სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტი, რომელიც მარტში იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. პოლიტიკოსი ქალი უარყოფს კორუფციისა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG