Accessibility links

ნავალნის თვალის ოპერაცია გუკეთეს ესპანეთში, მასზე რუსეთში თავდასხმის შემდეგ


რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თვალის ოპერაცია გუკეთეს ესპანეთში. მას მარჯვენა თვალში მხედველობა მკვეთრად აქვს დაქვეითებული მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა 27 აპრილს სახეში შეასხა ანტისეპტიკური საშუალება, "ბრილიანტის მწვანე". ექიმები ამბობენ, რომ ნავალნის მხედველობა რამდენიმე თვეში აღუდგება. რუსმა ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გაავრცელა ცნობა ოპერაციაზე და ამით პირველად დაადასტურა, რომ სამკურნალოდ რუსეთიდან გაემგზავრა. მან 4 მაისს განაცხადა, რომ პირველად მისცეს პასპორტი, რომლის მიღებასაც უკვე ხუთი წელი ცდილობდა. რუსეთში ნავალნი სამჯერ გაასამართლეს საფინანსო დანაშაულებში ბრალდებით, რომელსაც ის მიიჩნევს კრემლის ანგარიშსწორებად ოპოზიციური საქმიანობისათვის.

XS
SM
MD
LG