Accessibility links

ტყიბულის შახტაში ოთხი ადამიანი დაიღუპა


ცნობების თანახმად, ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში ოთხი ადამიანი დაიღუპა შახტში ჩავარდნის შედეგად. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, როცა მოწყობილობა მოწყდა და შახტში ჩავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. შსს-ს ცნობითვე, ადგილზე მობილზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG