Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა „მკვლელები“ უწოდა მათ, ვინც საქართველოში შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება


საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „მკვლელები“ უწოდა მათ, ვინც საქართველოში შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება. ”ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”, - ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. სამშაბათს ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი დაიღუპა სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. საღამოს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან მივიდა ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაისჯება ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება. მინისტრის თქმით, სახეზეა ტექნოლოგიური კატასტროფა.

XS
SM
MD
LG