Accessibility links

აშშ-მა და საქართველომ ხელი მოაწერეს „საეტაპო“ შეთანხმებას დაზვერვის სფეროში თანამშრომლობაზე


აშშ-ი აცხადებს, რომ საქართველოსთან გაფორმდა „საეტაპო“ მნიშვნელობის შეთანხმება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლისა და კონტრტერორისტული ძალისხმევის გააქტიურების შესახებ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკავშილმა 9 მაისს ვაშინგტონში მათი შეხვედრის დაწყებამდე. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც შეთანხმებას უწოდებს „საეტაპო მნიშვნელობის“ ნაბიჯს უსაფრთხოების სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობისათვის. თავის მხრივ, კვირიკაშვილმა ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „დეტალურად განიხილეს ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პერსპექტივები, ისევე როგორც აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“.

XS
SM
MD
LG