Accessibility links

ტყიბულის შახტში დაღუპულთა გვამები ქუთაისის პროზექტურაში გადაიტანეს


მაშველებმა ტყიბულის შახტიდან ამოიტანეს 4 დაღუპულის გვამი. ისინი ექსპერტიზისთვის გადაასვენეს ქუთაისის პროზექტურაში. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, დილის 8 საათისთვის დასრულდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ვლადიმერ ჯღამაძის ინფორმაციით, ოპერაცია რთული იყო, რადგან მაშველები 350 მეტრის სიღრმეზე მუშაობდნენ. ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უბედური შემთხვევა 9 მაისს საღამოს მოხდა. შახტის მფლობელი კომპანიის, "საქნახშირის" ოფიციალური ინფორმაციით, ნახშირის ამომღები მოწყობილობის ბაგირის შეცვლისას ბადია ჩაწყდა ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით. ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG