Accessibility links

იკვლევენ ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილს


ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილს იკვლევენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები. „ჩვენთან ერთად ჩართულნი არიან საგამოძიებო ორგანოები და დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები” - განუცხადა ჟურნალისტებს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ. საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის შეფასებით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედია იმის შედეგია, რომ საქართველოში აღარ არსებობს შრომის ინსპექცია. „ეს ბრალია იმ დოქტრინისა, რომელსაც თავს გვახვევენ, რომ თუ კომპანია შრომის უსაფრთხოების ნორმებს დაიცავს, ბიზნესს მეტი ზარალი მიადგება“ - განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ დოლაბერიძემ. მისივე თქმით, ყველას, ვინც საზოგადოებას თავს ახვევს ამ დოქტრინას, ირიბი კავშირი აქვს მომხდარ ტრაგედიასთან. საქართველოში შრომის სახელმწიფო ინსპექცია 2006 წელს გაუქმდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG