Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ტყიბულში მომხდართან დაკავშირებით ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება


მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ტყიბულში იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრები, გიორგი გახარია და ზურაბ ალავიძე. მათ სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპული მაღაროელების ოჯახებს. ზურაბ ალავიძის თქმით, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა, გამოიკვეთა, რომ მსგავსი მაღალი რისკის ობიექტებზე გასამკაცრებელია ზომები და ეს საკითხი დადგება მთავრობის უახლოეს სხდომაზე. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ტყიბულში დაღუპული მაღაროელების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ საწარმოს მფლობელი კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან. „რაც მთავარია, ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად დაისჯება ყველა დამნაშავე პირი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

XS
SM
MD
LG