Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბობ კორკერს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბობ კორკერს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორმა კორკერმა კომიტეტის სახელით დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ და განაცხადა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა და ბობ კორკერმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონული გამოწვევები და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 8 მაისიდან სტუმრობს ვაშინგტონს, სადაც შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG