Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთისთვის „მიუღებელია“ აშშ-ის მიერ ქურთების შეიარაღება სირიაში


ნატოს წევრი თურქეთი „მიუღებელს“ უწოდებს აშშ-ის გადაწყვეტილებას სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი ქურთი მეომრების შეიარაღების შესახებ. როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურეტინ ჩანიკზიმ 10 მაისს განაცხადა, ანკარა იმედოვნებს, რომ აშშ შეწყვეტს ქურთების გაერთიანება „ხალხის დამცველთა შენაერთების“ მხარდაჭერას. ჩანიკლიმ ტელეარხ „ა ჰაბერთან“ საუბრისას „ხალხის დამცველთა შენაერთები“ მოიხსენია ტერორისტული ორგანიზაციების რიგში და აღნიშნა, რომ მან შესაძლოა მომავალში საფრთხე შეუქმნას თურქეთის სახელმწიფოს. უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, შეიარაღება მიაწოდოს „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქურთ წევრებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებთან საბრძოლველად. „ხალხის დამცველთა შენაერთები“ მნიშვნელოვანი ნაწილია „სირიის დემოკრატიული ძალებისა“, რომელმაც ისლამისტი ექსტრემისტები განდევნა ჩრდილოეთ სირიის დიდი ნაწილიდან.

XS
SM
MD
LG