Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მიტინგები შეზღუდა ბრძანებულებით, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ნავალნის აქციებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაამკაცრა საპროტესტო აქციების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ 12 ივნისისათვის დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების ჩატარებას. ახალი შეზღუდვები ძალაში შევა 1 ივნისს და ექვსი კვირა იმოქმედებს. 10 მაისს გამოქვეყნებული ბრძანებულებით, პუტინი დამატებით შეზღუდვებს აწესებს დემონსტრაციებზე წლევანდელი საფეხბურთო ასპარეზობის, ფიფა-ს კონფედერაციის თასისა და მომავალ წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს. დემონსტრაციების ორგანიზატორებს იმ ქალაქებში, სადაც მატჩები ჩატარდება, ევალება ადგილობრივ მმართველებს და უშიშროების ორგანოებს შეუთანხმონ აქციის ადგილები და მარშრუტი. ფიფა-ს კონფედერაციის თასის ტურნირი 17 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩატარდება მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, სოჭში და ყაზანში. ნავალნი თანამემამულეებს მოუწოდებს, 12 ივნისს მთელ რუსეთში შეიკრიბონ აქციებზე კორუფციის გასაპროტესტებლად მას შემდეგ, რაც 26 მარტს რუსეთის 100-მდე ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები.

XS
SM
MD
LG