Accessibility links

აშშ აკრიტიკებს ბალტიისპირეთში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა გააკრიტიკა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან რუსეთის სამხედრო ძალების, მისი შეფასებით, „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი ზრდა. იუწყებიან ასევე, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-მა შესაძლოა განიხილოს რეგიონში "პატრიოტის" ტიპის რაკეტების განთავსება, წლევანდელ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ჯიმ მატისმა 10 მაისს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა: "ეჭვი არ შეგეპაროთ - ჩვენ მხარში გიდგავართ, საერთო მიზნებისათვის გაერთიანებული. ნატო ყველას დასანახად და დაუნაწევრებლად დგას სუვერენიტეტის მიმართ ნებისმიერი მუქარის, საერთაშორისო სამართლის მიმართ ნებისმიერ მუქარის, საერთაშორისო წესრიგის მიმართ ნებისმიერი მუქარის შემთხვევაში. შეერთებული შტატების ერთგულება ნატოს მეხუთე მუხლის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ კვლავაც ძალიან მტკიცეა“, - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ვილნიუსში, ლიტვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შარშან რუსეთმა ბირთვული პოტენციალის "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო კომპლექსი განათავსა კალინინგრადში - ბალტიის ზღვის პირას მდებარე, რუსეთის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც ნატოს წევრებს ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG