Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი იცავს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის გადაყენებას


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იცავს თავის გადაწყვეტილებას გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს კომის გადაყენების შესახებ. კომი ხელმძღვანელობდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირების გამოძიებას. ტრამპმა 10 მაისს დაწერა სოციალურ ქსელ ტვიტერში, რომ კომის შეცვლის ადამიანი, "რომელიც გაცილებით უკეთ გააკეთებს თავის საქმეს, აღადგენს გამოძიების ფედერალური ბიუროს სულისკვეთებასა და პრესტიჟს". ტრამპი წერს ასევე: ჯეიმს კომიმ თითქმის ყველას ნდობა დაკარგა ვაშინგტონშიო. თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ ვაშინგტონში ბევრი ძალიან გააოცა კომის მოხსნამ. ამერიკელი დემოკრატების ლიდერები და არაერთი მიმომხილველი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თეთრი სახლი შესაძლოა ცდილობდეს, ხელი შეუშალოს რუსეთთან დონალდ ტრამპის გუნდის წევრების შესაძლო კავშირის გამოძიებას. კომის მოხსნის მიზეზად ტრამპი ასახელებს იმ გარემოებას, რომ, მისი აზრით, კომიმ არასწორი ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელფოსტასთან დაკავშირებული ბრალდებების საკითხში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG