Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ვაშინგტონში, თეთრ სახლში იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტთან შესახვედრად


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონში, თეთრ სახლშია მისული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად. თეთრ სახლში ლავროვის სტუმრობას წინ უსწრებდა ცნობა, რომ ტრამპმა თანამდებობიდან მოხსნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის გუნდთან კრემლის შესაძლო კავშირის გამოძიებას. ლავროვია ყველაზე მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირი, რომელსაც ტრამპი შეხვდება წელს იანვარში პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. დღესვე უფრო ადრე ლავროვი ვაშინგტონშივე შეხვდა სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს სირიაზე, უკრაინაზე და ორმხრივ ურთიერთობაში უთანხმოების გამომწვევ სხვა საკითხებზე სასაუბროდ. ტილერსონის თქმით, ლავროვთან მისი დღევანდელი საუბარი იყო შანსი მხარეებისათვის, გააგრძელონ დიალოგი გასულ თვეში მოსკოვში ტილერსონის ვიზიტის შემდეგ.

XS
SM
MD
LG