Accessibility links

ტრამპი "ძალიან კარგს" უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებით, „ძალიან კარგად“ ჩაიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრამ, რომელიც 10 მაისს გაიმართა თეთრ სახლში. ტრამპის თქმით, სირიაში უნდა შეწყდეს „საზარელი მკვლელობები“ და ყველა მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად. ლავროვია ყველაზე მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირი, რომელსაც ტრამპი შეხვდა წელს იანვარში პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. შეხვედრას წინ უსწრებდა ცნობა, რომ ტრამპმა თანამდებობიდან მოხსნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის გუნდთან კრემლის შესაძლო კავშირის გამოძიებას. დღესვე უფრო ადრე ლავროვი ვაშინგტონშივე შეხვდა სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს სირიაზე, უკრაინაზე და ორმხრივ ურთიერთობაში უთანხმოების გამომწვევ სხვა საკითხებზე სასაუბროდ. ტილერსონის თქმით, ლავროვთან მისი დღევანდელი საუბარი იყო შანსი მხარეებისათვის, გააგრძელონ დიალოგი გასულ თვეში მოსკოვში ტილერსონის ვიზიტის შემდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG